Call Us +995 599946500

Our Services

What we do

services

გამარჯობა!

ქვევრის ლუდი მზადდება ტრადიციული მეთოდით. ლუდის გამორჩეული გემო მისი წარმოების უნიკალურ ტექნოლოგიაშია (ლუდის წარმოება ხდება ქვევრში) ლუდის მოსახარშად გამოყენებული საუკეთესო ინგრედიენტები და პროფესიონალი გუნდი მის ხარისხს განსაზღვრავს. ქვევრის ლუდი არის გაუფილტრავი ‘კრაფტი’, რომელიც შეზღუდული რაოდენობით (წელიწადში 30 ტ.)იწარმოება საქართველოში, ასპინძის რაიონში. მიირთვით გასნსაკუთრებული ქვევრის ლუდი და ისიამოვნეთ მისი გამორჩეული არომატით! გაგიმარჯოს! .

 


ლუდის წარმოების პროცესი

1

ალაოს დაღერღვა

პირველ რიგში, ლუდის ტიპიდან გამომდინარე, შეირჩევა შესაბამისი ალაო და მომ მზადდება ალაოს კუპაჟი. შემდეგ ალაო დაიღერღება საფქვავში.

2

ლუდის ტკბილის მიღება

 დაღერღილ ალაოს ურევენ წყალში. ტემპერატურა ლუდსახარშ ქვაბში იცვლება ეტაპების შესაბამისად, რომლის დროს სახამებელი მარცვლებში გარდაიქმნება შაქრად და ხსნად ნივთიერებებად. მიღებული ნარევი ამ დროს ღებულობს მოტკბო გემოს

3

ლუდის ტკბილის გაცალკევება

ამ ეტაპზე ხდება ლუდის ტკბილის და ალაოს მარცვლების გაცალკევება სპეციალური საცერის მეშვეობით.

4

ლუდის ხარშვა

ტკბილი გადაგვაქვს სახარშ ქვაბში, სადაც ის დუღდება და პერიოდულად ემატება სვია სიმწარისა და არომატისათვის.

 

5

გაციება

ადუღებული მასა გადავაქვს თბომცვლელში, სადაც ის ცივდება ფერმენტაციისთვის საჭირო ტემპერატურამდე.

6

ფერმენტაცია

ფერმანტაციის პროცესი იწყება ქვევრში, სადაც ხდება საფუვრის დამატება. საფუარი გარდაქმნის ალაოს შაქარს ალკოჰოლად და CO2. პროცესი გრძელდება რამდენიმე კვირა.

ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიღებულ სითხეს უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ ლუდი

7

ლუდის მომწიფება

ფერმანტაციის პროცესი იწყება ქვევრში, სადაც ხდება საფუვრის დამატება. საფუარი გარდაქმნის ალაოს შაქარს ალკოჰოლად და CO2. პროცესი გრძელდება რამდენიმე კვირა.

ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიღებულ სითხეს უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ ლუდი

8

ჩამოსხმა

 

საბოოლოდ ლუდის ჩამოსხმა ხდება კეგებში


 

ლუდის ინგრედიენტები

უმაღლესი ხარისხის ლუდის წარმოების საიდუმლო მის განსაკუთრებულ ტექნოლოგიაში და ინგრედიენტებშია. ლუდის წარმოებისათვის გამოიყენება 4 ინგრედიენტი. ალაო, სვია, წყალი და საფუარი.

ჩვენ ვიყენებთ საუკეთესო ხარიხის ალაოს, სვიას, წყალსა და ლუდის საფუარს. ჩვენთვის პრიორიტეტი ლუდის ხარისხია და მის მომზადებას დიდი ყურადღებას ვუთმობთ. ამიტომ არის ქვევრის ლუდი გამორჩეული ხარისხის.

 


  • ალაო

    ალაო არის ლუდის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი, რომელიც იწარმოება მარცვლეულისგან (ხორბალი, ქერი, ჭვავი) იგი განსაზღვრავს ლუდის ფერს, არომატს, სიტკბოს, სხეულს და ქაფს. ქვევრის ლუდის საწარმოებლად ვიყენებთ 6 სახის უმაღლესი ხარისიხის ქერის და ხორბლის ალაოს.

  •      სვია

      ჩვენ ვიყენებთ ბავარიულ, კერძოდ ჰალერტაუს რეგიონში მოყვანილ სვიას, რომელიც ლუდს აძლევს მომწარო და არომატულ გემოს.

    ლუდის ტიპიდან გამომდინარე გამოიყენება 7 სახის სხვადასხვა სვია.

  • საფუარი

    ჩვენ ვიყენებთ ბავარიულ, კერძოდ ჰალერტაუს რეგიონში მოყვანილ სვიას, რომელიც ლუდს აძლევს მომწარო და არომატულ გემოს.

    ლუდის ტიპიდან გამომდინარე გამოიყენება 7 სახის სხვადასხვა სვია.

  • წყალი

    მთის სუფთა წყალი განსაზღვრავს ქვევრის ლუდის სიმსუბუქეს. ჩვენი ლუდის წარმოებისთვის ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მთის წყალს.

Offcanvas Module

Our themes are built on a responsive framework, which gives them a friendly, adaptive layout